ინტელის სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ფიქრია ცხვედიანი
რაიონი

სკოლა
. ამბროლაურის 1-ლი საჯარო
ქალაქი
ამბროლაური
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,ძველი დიდების ნაკვალევზე
თემის შინაარსი
ნაწარმოების (გრ. ხანძთელის ცხოვრება) უკეთ აღსაქმელად მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ტაო-კლარჯეთის იმ ძირითადი ისტორიული ძეგლების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია. მოაწყობენ პრეზენტაციასდაგეგმავენ ტურს ტაოში, სადაც მოინახულებენ ამ ისტორიულ ძეგლებს, მოიპოვებენ ფოტო-ვიდეო მასალას, დაბრუნების შემდეგ დაამუშავებენ მოპოვებულ მასალას, შეაჯამებენ რა იცოდნენ და რა ისწავლეს პროექტის მიმდინარეობის პროცესში, მოაწყობენ პრეზენტაციას. შექმნიან რესურსს ფოტო და ვიდეო მასალის სახით.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე/კლასი  
 მე-10 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
 6 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ზეპირმეტყველება
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•              ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
•              უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზედა სხვ.);
•              მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
•              გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღებადა სხვ.);
•              გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
კითხვა
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                           

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•              ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
•              მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; არამხატვრულ ტექსტებს განიხილავს აბზაცების მიხედვით, გაცხრილავს თითოეულ აბზაცს დეტალების, მაგალითებისა და ავტორისეული შეფასებებისაგან და ამ გზით აყალიბებს თეზისებს ტექსტის თითოეული აბზაციდან);
•              ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.
წერა
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•              წერის დაწყებამდე აზუსტებს მიზანს და აუდიტორიას (რისთვის წერს -თვითგამოხატვის, მკითხველის ინფორმირების, დარწმუნების თუ მხატვრული ნაწარმოების შექმნის მიზნით; ვინ არის მისი ნაწერის პოტენციური მკითხველი: მასწავლებელი, სხვა უფროსები, თანატოლები თუ მასზე უმცროსები);
•              ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს (მაგ., თუ ნაწერი მისი თანატოლების ან მასზე უმცროსებისთვისაა განკუთვნილი, ირჩევს სასაუბრო ტონს და მის შესატყვის ლექსიკას; საკონფერენციო თემისათვის - აკადემიურ სტილს და სხვ.);
•              შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
•              შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს (გადახედავს კრიტიკული თვალით; ამოიღებს, ჩაამატებს, გადააადგილებს მონაკვეთებს იმის მიხედვით, არის თუ არა სათქმელი ლოგიკურად დალაგებული, გასაგებია თუ არა აუდიტორიისათვის, არის თუ არა შესავალი და დასკვნა ეფექტური; არის თუ არა კავშირი წინადადებებსა და აბზაცებს, ტექსტის ცალკეულ ნაწილებს შორის; მიესადაგება თუ არა ტექსტი მიზანსა და სათაურს).

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
ზეპირმეტყველება
              •           აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხებს.
           •    ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან
          •    უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას
             მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას
          •    გამოყოფს მთავარს, არსებითს
          •    გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი
კითხვა
              •    მოსწავლეს  განასხვავებს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.                           
                          ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას
                 •         მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში
                 •             ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.
წერა
         •     მოსწავლეს  წერს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
          •     წერის დაწყებამდე აზუსტებს მიზანს და აუდიტორიას
        •      ირჩევს მიზნისა და აუდიტორიის შესაფერის სტილს
        •      შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
        •      შავად შესრულების შემდეგ გადაამუშავებს ნაწერს

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგა კითხვა
1.       რა პრობლემები შეიძლება აისახოს თანამედროვე მხატვრულ ნაწარმოებში?
2.             რამდენად გვეხმარება ტექსტის სწორად აღქმაში  იმ ისტორიული ფონის გათვალისწინება, როდესაც  ნაწარმოები დაიწერა?
3.             როგორი იყო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს?
4.             რამდენად მნიშვნელოვანი იყო გრიგოლის მოღვაწეობა იმდროინდელი ისტორიული რეალობოდან  გამომდინარე?
5.             როგორ შეძლო გრიგოლმა ღვთისგან ბოძებული ტალანტის გამრავლება?
6. რა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა უდაბნოს განაშენიანებას ნაწარმოებში?
7. რა მიზანს ემსახურებოდა გრიგოლის საქმიანობა?
8. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, როგორც ერთ-ერთი და ხშირად ერთადერთი ისტორიული წყარო

თემატური კითხვები

შინაარსობრივი კითხვები


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










ისტრუმენტი



T დიაგრამა

შეკითხვების დასმა
მიზანი



საბაზისო ცოდნის შემოწმება

საჭიროებების დადგენა

ჯგუფის სამოქმედო გეგმა
ისტრუმენტი



გაზეთის ჩეკლისტი


ბროშურის ჩეკლისტი

პრეზენტაციის ჩეკლისტი
მიზანი



პრეზენტაცია



თანატოლთა უკუკავშირი
ისტრუმენტი



პროექტის ჩეკლისტი


ესეს შეფასების რუბრიკა
მიზანი


შესწავლილი მასალის ანალიზი
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 შეკითხვების დასმა  აქტიურად გამოიყენება მთელი პროექტის განმავლობაში, რაც მოსწავლეებს ეხმარება  აზროვნების სტიმულირებაშიპროექტი იწყება საბაზისო ცოდნის შეფასებით და საჭიროებების დადგენით, რისთვიცას კითხვის დასმის გარდა გამოიყენება სლაიდ-შოუ და T დიაგრამა. ჯგუფური პრეზენტაცია ემსახურება სამუშაოს შეფასებას და პროგრესის მონიტორინგს. მუშაობის პროცესში მოსწავლეთა შესაფასებლად გამოიყენება პრეზენტაციის, გაზეთის და ბუკლეტის ჩეკლისტები, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა. ესეს რუბრიკით და პროექტის ჩეკლისტით ფასდება  საბოლოო პროექტი და მოსწავლეთა აკადემიური პროგრესი.
საბაზისო უნარ-ჩვევები
•               ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა.
•               კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
•               ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები
•             ტექნიკური უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები
  1-ლი ეტაპი - პროექტს დავიწყებ კითხვებით-არის თუ არა მნიშვნელოვანი ვიცნობდეთ ჩვენი ქვეყნის ყოფილ ტერიტორიებს და იქ არსებულ კულტურის ძეგლებს, რომლებიც ამჟამად მეზობელი ქვეყნების შემადგენლობაშია? ტაო-კლარჯეთის რომელი ისტორიული ძეგლების შესახებ გსმენიათT დიაგრამის ერთ მხარეს ვთხოვ ჩამოწერენ ის ძეგლებ, რომელთა შესახებაც იციან.   ვაჩვენებ ჩემ მიერ მომზადებულ სლაიდ-შოუს ტაო -კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ, რისი ნახვის შესაძლებლობა ექნებათ შემეცნებითი ტურის ფარგლებში და ვთხოვ შეავსონ დიაგრამის მეორე მხარე იმ ძეგლებით, რომელთა შესახებაც გაიგეს ჩემი დახმარებით. ვსვამ კითხვას-იქნება თუ არა საინტერესო მათთვის ისტორიული ტაო-კლარჯეთის და ამ ძეგლების მონახულება?
მე-2 ეტაპი - მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ძირითადად ჯგუფურად უნდა იმუშაონ და შეფასებასაც ერთობლივ ნამუშევარში მიიღებენ. ამის შემდეგ კლასს ვყოფ 3 ნაწილად ,,მომანიჭე რიცხვისმიხედვით3 x 5 ზომის ბარათებზე დავაწერ ციფრებს: 1, 2, 3 და ჩავყრი კალათში.  აქტივობის დაწყებისთანავე  მოსწავლეებმა უნდა ამოიღონ  ბარათები კალათიდან  და იპოვონ მოსწავლე, რომელსაც იგივე რიცხვით შეხვდა ბარათი. დაჯგუფდებიან ,,ერთიანები, ,, ორიანები და ,,სამიანები.
მე-3 ეტაპი-პირველ ჯგუფს დაევალება ზოგადი საკითხების მოძიება, როგორიცაა ტაო-კლარჯეთის ისტორია, გეოგრაფია, გრიგოლ ხანძთელის დამსახურება ამ კუთხის განვითარებაში, მეორე ჯგუფი თითოეული ისტორიული ძეგლის ( ხანძთა, შატბერდი, იშხანი, ოპიზა, ხახული, პარხალი, ბანა, ოშკი, დოლისყანა, ტბეთი, არტანუჯი) შესახებ მოიძიებს ინფორმაციას. მესამე ჯგუფი იმუშავებს გაზეთსა და ბუკლეტზე, იზრუნებს ჯგუფის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. (10 დღე)
მე-4 ეტაპი - ჯგუფების ყველა წევრი იკვლევს ინდივიდუალურად ამა თუ იმ თემას, რომელიც შემდეგ პრეზენტაციაში გაერთიანდება. თვალს ვადევნებ თითოეული ჯგუფის მუშაობას ინტერნეტის, ძირითადად google-დისკის საშუალებით. ვნიშნავ, ვაკეთებ ჩასწორებებს საეჭვო თუ არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში. ჯგუფებს ვაძლევ დროს საბოლოო ვარიანტის წარმოდგენისთვის.(1 კვირა)
მე-5 ეტაპი -  დავგეგმავთ და ჩავატარებთ პრეზენტაციას, თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავიანთ ნამუშევარს. დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვის დასმის საშუალება მიეცემათ. ასევე გამოვყოფ დროს ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასებისთვის. ბოლოს პრეზენტაციას შევაფასებ  პრეზენტაციის, გაზეთის და ბროშურის  ჩეკლისტების საშუალებით.( 4 დღე)
მე-6 -  ეტაპი ტურისთვის მომზადებაა, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში მასწავლებელთან და ბავშვებთან ერთად  აქტიურად არიან ჩართული მშობლები(მინდობილობების და ..ID ბარათების დამზადებით). (6 დღე )
მე-7 ეტაპი - ტური ტაო-კლარჯეთში. თითოეული ჯგუფის მიზანია, მოისმინონ ინფორმაცია, რომელსაც გიდი გააცნობთ, დასვან კითხვები ჩაიწერონ ინტერვიუ და სათანადოდ შეავსონ თავიანთი მოძიებული ინფორმაციები. მოიპოვონ ფოტო და ვიდეომასალა, აწარმოონ დღიური და ჩაიწერონ შთაბეჭდილებები. (4 დღე)
მე-8 ეტაპი - დაბრუნების შემდეგ ჯგუფი გაიყოფა სამ ნაწილად იმავე პრინციპის მიხედვით. ერთი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას, მეორე საგაზეთო სტატიას, მესამე მოაწყობს ფოტოგამოფენას.(1 კვირა)
  მე-9 ეტაპი - პროექტის ბოლო ეტაპი იქნება ესეს დაწერა სათაურით ,,ზრდის თუ არა მოგზაურობა ჩვენს თვალსაწიერს“ ესე შეფასდება ესეს შეფასების კრიტერიუმით, საბოლოო პროექტი კი  პროექტის ჩეკლისტი. (4 დღე)














დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
•              დაურიგდებათ ზოგიერთი პროდუქტის შაბლონი, როგორიც არის, მაგალითად, ბროშურის შაბლონი
•              დაურიგდებათ შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ. ეს მათ პერსონაჟებისა და მოქმედების დამახსოვრებას გაუმარტივებს.
•              ნება მიეცემათ აირჩიონ საბოლოო პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

•              მოიძიონ ინფორმაცია მშობლიურ ენაზე
•              ნება მიეცემათ საბოლოო პროექტში გარკვეული ნაწილი მშობლიურ ენაზე შეასრულონ, თუ ეს მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებს შეესაბამება
•              თუ საჭიროა, გამოიყენონ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეებისთვის შექმნილი რამდენიმე შაბლონი, მაგალითად, შესავსები სამუშაო ფურცლები სიუჟეტის შესახებ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
•              საყურადღებოა, რომ საბოლოო პროექტი საზოგადოებრივი პროექტების და პროგრამების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რაც ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.
•              წავახალისოთ, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.  
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა  (პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
  ინტერნეტკავშირი
 
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 
   
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
       
ტექნოლოგიაპროგრამული უზრუნველყოფა ( პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია 
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 
 
 ვორდის პროგრამა
       


ბეჭდვითი მასალები
გ. მერჩულე ,,ცხოვრება წმიდისა გრიგოლ ხანძთელისა" ტექსტი. სასურველია, ტექსტს ახლდეს ქვემოთ ჩამოტანილი კომენტარები, სადაც განსაზღვრული იქნება არქაული სიტყვები 
გ. მურღულია, გ. ალიბეგაშვილი, ვ. მაღლაფერიძე ,,საუბრები ქართულ ლიტერატურაზე"
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
http://klarjeti.blogspot.com/2009/11/blog-post_18.html

სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ..





Комментариев нет:

Отправить комментарий